მუშაობა აიპლიუსში
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
ქალაქი: თბილისი
სტატუსი: ამჟამინდელი თანამშრომელი
სამუშაო გარემო
კოლექტივი
ტოპ მენეჯმენტი
სოციალური პაკეტი
პერსპექტივა
დადებითი:
კომპანია მაქსიმალურად უწყობს სტუდენტებს ხელს იმუშაონ და ამავდროულად დრო დაუთმონ სწავლასაც, დასვენების დღეებს ირჩევთ თქვენ (2 ან 3 დღე) იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტის გამოცდა (შუალედური წერა) ან ლექცია ემთხვევა სამუშაო დღეს, შეგიძლიათ გახვიდეთ 2 საათიან შესვენებაზე.. ხელფასს ქმნით თქვენ, გამომდინარე იქიდან თუ როგორ აქტიურობთ და როგორ სთავაზობთ მომხმარებლებს სხვადასხვა აქსესუარებს. ასევე დიდია დაწინაურების პერსპექტივაც. სრულად იღებ განათლებას მაღაზიაში არსებულ ტექნიკასთან დაკავშირებით, წარმატებული თანამშრომლები საჩუქრდებიან სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობით. მუდმივად მხიარული და თავისუფალი გარემო.
უარყოფითი:
კომპანიის ტოპ მენეჯმენტი იშვიათად იღებს უკუკავშირს თანამშრომლებისგან. შეცდომის დაშვების შემთხვევაში არის ჯარიმები. სამუშაო საათებში აკრძალულია ტელეფონით სარგებლობა, ტელეფონი ინახება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დღის ბოლომდე.
რჩევა მენეჯმენტს:
კომპანიის ტოპ მენეჯმენტს უნდა ჰქონდეს მუდმივი კავშირი თანამშრომლებთან, მათ მუდმივად უნდა კითხონ აზრი თანამშრომლებს, თუ რა არის გამოსასწორებელი კომპანიაში, რა არის შესაცვლელი და ა.შ აქედან გამომდინარე გაიზრდება როგორც კომპანიის მომსახურების დონე, თვითონ კომპანიაც და ასევე გაიზრდება თანამშრომლების მოტივაციაც-გააძლიერონ კომპანია.
განხილვა ჯერ არავის არ დაუწერია