რა არის VTB GENERATION?
- ხარ უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული?
- სწავლობ/სწავლობდი ფინანსებს/საბანკო საქმეს/ეკონომიკას/ბიზნეს ადმინისტრირებას?
- გაქვს სხვადასხვა ტიპისა და ასაკის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი?
- ფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს კარგად?
- ფლობ კომპიუტერულ პროგრამებს?
- გინდა გახდე ბანკირი?
- გსურს იყო ძლიერი საერთაშორისო ფინანსური გუნდის წევრი?
მოდი VTB GENERATION Vol.4-ში
პროექტი VTB Generation მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბანკირებად მომზადებას
საწყისი პოზიციებისთვის.
კონკურსის წესით შერჩეული წარმატებული კანდიდატები გაივლიან სამთვიან
ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და ორთვიან სტაჟირებას
ფილიალებში. პროექტის წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ვითიბი ბანკის
ფილიალებში სხვადასხვა პოზიციაზე.
პროექტი დაიწყო 2013 წელს და მის ფარგლებში მომზადდა 3 ნაკადი. საერთო ჯამში
პროექტი წარმატებით გაიარა 78 მონაწილემ და ყველა მათგანი დასაქმდა ვითიბი ბანკის
ფილიალებსა და სათავო ოფისში. პროექტი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმატებული მონაწილეების დასაქმება მოხდება არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბანკის რეგიონალურ ფილიალებშიც, თუკი მონაწილეებს ამის სურვილი ექნებათ.
კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისგან. პირველ ეტაპზე, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ:
ატვირთოთ თქვენი ვიზიუმე შემდეგ მისამართზე: http://jobrate.ge/addvi
არ იცით როგორ ატვირთოთ ვიზიუმე ? მიყევით ინსტრუქციას - http://jobrate.ge/howto
ვიზიუმე და მთავარი წესები:
ვიზიუმე ეს არის ვიდეოპრეზენტაცია, სადაც თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ საკუთარი
თავი ვიდეო მიმართვის ფორმატში. მთავარი წესებია:
- ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეთ თქვენ
- ვიდეოში აუცილებლად უნდა დაასახელოთ თქვენი ვინაობა,უმაღლესი
სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი / კურსდამთავრებული
- ვიდეოში უნდა თქვათ, რას ნიშნავს თქვენთვის ბანკში მუშაობა
- ვიდეოში უნდა დააფიქსიროთ, რას მიიღებს ბანკი თქვენგან, როგორც
მონაწილისგან
- ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენი პროექტის გვერდს
სოციალურ ქსელში: facebook
ვიზიუმეების ატვირთვა შეგიძლიათ 2016 წლის 29 თებერვლამდე. ვიზიუმეების გადაღება შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე ვითიბი ბანკის დახმარებით. თუკი გაქვთ სურვილი, რომ ვიზიუმე ჩვენ გადაგიღოთ, მოგვწერეთ თქვენი მონაცემები (გვარი, სახელი, უნივერსიტეტი, სპეციალობა, ტელეფონი) არაუგვიანეს 18 თებერვლისა პროექტის Facebook გვერდის ინბოქსში. 1 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით დაიწყება ვიზიუმეებზე საჯარო ხმის მიცემა. წარმატებებს გისურვებთ! პროექტის გუნდი
ბოლოს დამატებული ვიდეოები
ყველა ვიდეო